Lonely Planet-მა 2026 წლის სამოგზაურო მიმართულებების ტოპ-რეიტინგი გამოაქვეყნა
Lonely Planet-მა 2026 წლის სამოგზაურო მიმართულებების ტოპ-რეიტინგი გამოაქვეყნა
Homepage   /    travel   /    Lonely Planet-მა 2026 წლის სამოგზაურო მიმართულებების ტოპ-რეიტინგი გამოაქვეყნა

Lonely Planet-მა 2026 წლის სამოგზაურო მიმართულებების ტოპ-რეიტინგი გამოაქვეყნა

🕒︎ 2025-11-12

Copyright commersant

Lonely Planet-მა 2026 წლის სამოგზაურო მიმართულებების ტოპ-რეიტინგი გამოაქვეყნა

ცნობილმა ონლაინ-გზამკვლევმა Lonely Planet-მაყოველწლიური რეიტინგი Best in Travel 2026 წარადგინა, რომელიც ექსპერტების აზრით, მომავალ წელს მოსანახულებლად საუკეთესო 25 მიმართულებას მოიცავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ ადგილს ახალი ტოპ-სიიდან: სარდინია, იტალია: ველური ბუნებისა და ისტორიის შერწყმა იტალიის რეგიონი სარდინია დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ველურ ბუნებასთან შესაერთებლად. კუნძული გამოირჩევა არა მხოლოდ ულამაზესი პლაჟებით, არამედ ძველი ქვის ნაგებობებით – ნურაგებით, რომლებიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სარდინია მდიდარი ისტორიისა და ენობრივი მრავალფეროვნების წყაროა. ფინეთი: ათასი ტბისა და ჩრდილოეთის ნათების ქვეყანა 2026 წელს Lonely Planet მკაცრად გირჩევთ ეწვიოთ ფინეთს — ათასი ტბისა და უსაზღვრო ტყეების ქვეყანას. დედაქალაქ ჰელსინკიში შესაძლებელია ფინური დიზაინის უნიკალური ნიმუშების ხილვა, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთით ახალი აქტივობების გამოცდა: მაგალითად, ძაღლებით მარხილის ტარება და ჩრდილოეთის ნათებაზე დაკვირვება. კადისი, ესპანეთი: კარნავალისა და შერის დედაქალაქი გზამკვლევის კიდევ ერთი რეკომენდაციაა ესპანეთის ქალაქი კადისი. სწორედ აქ ტარდება ქვეყნის უდიდესი კარნავალი: ათდღიანი მსვლელობა მუსიკით, კოსტიუმებითა და ფეიერვერკებით. ქალაქი განთქმულია თავისი ტაპას-ბარებით, შერის (ღვინო) ტრადიციით და მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობით. უტრეხტი, ნიდერლანდები: სიმშვიდის ოაზისი თუ ნიდერლანდებში მოგზაურობას გეგმავთ, Lonely Planet გვირჩევს, ამსტერდამის გარდა, უტრეხტიც მოინახულოთ, რომელიც დედაქალაქიდან მხოლოდ ნახევარი საათის სავალზეა. ქალაქმა შეინარჩუნა სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფერო: შუა საუკუნეების ცენტრი, გოთური ტაძარი დომტორენი, ორდონიანი არხები და ძველ სარდაფებში განთავსებული კაფეები საუკეთესო საშუალებაა ხმაურიანი ამსტერდამისგან დასასვენებლად. წყარო: avianews.ge

Guess You Like

People 'evacuated' from London Bridge as police swarm station
People 'evacuated' from London Bridge as police swarm station
Police were called to London B...
2025-11-03